პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ოთხი წელია ცდილობს გაარკვიოს თუ რატომ აგვიანებენ დეპუტატები კომიტეტების სხდომებზე და ვერ შეძლო ამის გარკვევა.
საქართველოში ხვალ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალურ ვიზიტად, თბილისში იმყოფება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში დესტრუქციული ქმედებები შედის.
ჯეიმს აპატურაის განცხადებით, თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა კარგი შანსია ნატო-საქართველოს ურთიერთობისთვის.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნოდ გააქტიურებას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ ფორმა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პერმანენტული პრესკონფერენციებით, პოლიტტექნოლოგიურად სწორი არ არის. ამის შესახებ ხუხაშვილმა "რეზონანსთან" ისაუბრა.
ვიზა–ლიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე, - აცხდებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს, რომ „ყოველთვის ჰქონდეთ საქართველო გონებაში“.
”საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ, რადგან ჰქონდა ორიენტაცია ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო ”რუმსში”.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში – ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.