ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყოფილ ხელისუფლებას აფინანსებდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გურიაში რეგიონული მედიის წარმოამდგენლებს ხვდება. პოლიტიკურ რეიტინგებზე საუბრისას ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" შიდა კვლვების მიხედვით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გურიის რეგიონში 3%-იანი მხარდაჭერა აქვს.
"კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის დატოვებს ის ოფიციალურად თანამდებობას.
საქართველოს ვიზა–ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. 15-წევრიანი საკრებულოდან 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ კლაუდე მოარესმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.
პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა დღეს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგენა.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.