საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერის მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
„წინა მთავრობის პირობებში არც კი დაესიზმრებოდათ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მერის გვერდით დამსხდარიყვნენ და ქალაქისათვის საჭირბოროტო საკითხები განეხილათ“,-განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.
პრემიერ მინისტრის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
რატომ მაინცდამაინც ზუგდიდი?.... ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი მიზეზთაგანი, თუ რატომ მიყვარს სამეგრელო, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
„ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს ბატონი დავით ნარმანია და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ვადის გასვლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა. ყველა საკითხის პოლიტიზება იწყება და მე ვისურვებდი, რომ უფრო საქმიან ჭრილში, საქმიან განწყობილებაზე გადავსულიყავით“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მთის კურორტების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ს დააფუძნებს და მის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანს დანიშნავს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს რამდენიმე დღით კეტავს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, მიზეზი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილ ეკონომისტს, ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვან მკვლევარს, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ერიკ რეინერტს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.