თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ურჩევს, რომ პატივი სცეს თბილისელებს და წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მისი შეფასებით, ნარმანია დიდი ხნის წინათ უნდა წასულიყო თანამდებობიდან, თუმცა, რადგან ბიძინა ივანიშვილის კადრია, "ქართულმა ოცნებამ" მისი პოსტიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
თბილისის მერი დღეს საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარსდგება. 16:00 სთ-ზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე დავით ნარმანიას მოხსენებას მოისმენენ.
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სამხრეთ კავკასიაში დაწყებული რუსეთის წვრთნებს შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად რუსული შეირაღებული ძალები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
„GFK-ის კვლევა არის გამიზნული იმისთვის, რომ იმ 40-45 პროცენტს ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც სხვა ალტერნატივის მოლოდინშია და ჯერ არ ჩამოყალიბებულა, არ ჰქონდეს არჩევნებზე წასვლის მოტივაცია“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აჭარაში, სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუში - „პირისპირ“.
ერთ-ერთი შავი ლაქა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის ხუთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნა ციხეში და ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანიობის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აჭარაში, სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუში - „პირისპირ“ განაცხადა.
ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, არად ბენკომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა. საგარეო უწყების ცნობით, რეზიდენციით თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის პირველი საელჩო გაიხსნება.
მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში, - აღნიშნული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა გააკეთა.
საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის და ჩემი აზრით, არ არის სწორი ის, რომ ონს, ამბროლაურს, ცაგერს, ლენტეხს, მესტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.