თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით, შესაძლოა, მიმდინარე კვირას წარდგეს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას ბიუჯეტის არასწორ და არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ყიფიანის განცხადებით, მოსახლეობას, ბოლო 8 წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენახვა 80 მილიონი ლარი დაუჯდა.
გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 46.4%-ს მთავრობის საქმიანობა მოსწონს ან ნაწილობრივ მოსწონს.
გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ხმას გამოკითხულთა 10.5% მისცემდა.
თავდაცვის სამინისტრო "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
გერმანულმა კომპანიამ, GFK-მ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება.
გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კითხვაზე - „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას?“ - შედეგები ასე გადანაწილდა:
“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე, განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის მოსახლეობას, რომელსაც ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.
„ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.