საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს სესიაზე, დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ გაერთიანების საკითხზე შეხვედრას გამართავს.
"მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ - ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - ნინო ბურჯანაძე.
საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებებში ბლოკის ლიდერები აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლის „ძირითადი ხერხემალი“ თავად პაატა ბურჭულაძე, მამუკა კაციტაძის თქმით, „გავლენიანი, წონადი პოლიტიკური ფიგურა“ იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარის, საბურთალოს #6-ე საარჩევნო ოლქში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ის შეიძლება ცოტათი უკეთესი იყოს ლევან გოგიჩაიშვილზე“.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომლის უპასუხოდ დატოვება და დამნაშავის არ ან ვერ დასჯა ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება.
პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი აქტივისტების მიერ პარტიის რიგების დატოვების ფაქტს ეხმაურება.
„ძველ დროში ბერძენიშვილი, მე და ალბათ ყველანი პირდაპირ ვიყავით „შნურით“ მოსკოვზე მიერთებული, ახლა „ოცნებელმა“ კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსკოვთან პირდაპირი კავშირი დავკარგეთ და ნინო ბურჯანაძის გავლით გვაქვს კავშირი თურმე - ეს აღმოაჩინეს ამ 4-წლის განმავლობაში ბარაქალა!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბათუმში "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ათობით აქტივისტმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინათ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიგა ფარტენაძემ 6 მაისის პარკთან გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.