ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "ცენტრისტების" რიტორიკაზე საუბრობს და აცხადებს: "ვერანაირად ვერ ვხედავ საფრთხეს იმ პარტიებისგან, რომლებსაც ნულს ქვემოთ აქვთ რეიტინგი".
„ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხმაურება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე. იგი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების” მხარდამჭერსაც ვერ იპოვით, რომელიც იტყვის, რომ ამ ადამიანებმა ამ რაიონის, თბილისელების და საქართველოს მოსახლეობისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთეს".
როდესაც ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას სურს საქართველო იხილოს უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანად, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქებში "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას "ქართული ოცნების" მიერ "გადამწიფებული თინეიჯერივით" ქცევას ადარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
„რომ ვთქვა, არ ველოდებოდი „ოცნების“ გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი“,-განაცხადა მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები სასარგებლო იქნებიან ქვეყნისა და დედაქალაქისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი დაასახელა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგორ ცრნადაკთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.