ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დაღონებული ქართველების გასამხნევებლად ჩავიდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, " არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსასმენად მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია".
საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, NATO -ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.
პარლამენტის წევრი, ”მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს შესახებ არავიტარ სიახლეს არ ელოდება. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე მან თქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, რაც მსოფლიო ლიდერებმაც მკაფიოდ განაცხადეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, დატოვებს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე თანამდებობას, ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყება მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და ვიზიტს წარმატებული უწოდა.
თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი პოლონეთში ნატო-ს ვარშავის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. თინა ხიდაშელმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია "ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქერის ვიზიტი საქართველოში "არის მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფობრიობისა და დამოუკიდებლობისა იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის". ბოკერიამ აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.