პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის შემცვლელის შერჩევა იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, დამტკიცებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა იმედს გამოთქვამენ, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ კანდიდატების ცოდნის, განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით მიიღებს.
საარჩევნო კოდექსში ე.წ გერმანული მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალ კვირას პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდეს.
მე ვიცი ზუსტად, ის, რაც წერია დოკუმენტებში, ის, რაზეც საუბრობენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები, ის, რაც ხდება ნატოს მინისტერიალებზე... მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.
ბოკერია-გაბაშვილს, დავით ბაქრაძის ჩართულობით, პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის ”ჩაჩოჩების" მცდელობა ჰქონდათ, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ PALITRANEWS-სთან გააკეთა.
მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული, ჩემს თავს ვთვლი მის მეგობრად, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს, - აღნიშნული განცხადება ”პალიტრანიუსთან” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ავლაბრის რეზიდენციაში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციას გამართავენ.
გიორგი ვაშაძე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალ მოძრაობას ახალგაზრდებთან ერთად ქმნის. შევერდნაძის დროინდელი პოლიტიკოსები პარტიიდან უნდა წავიდნენ, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.