ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ჟურნალისტები საკუთარი კაბინეტიდან გააძევა. მასმედიის წარმომადგენლებს დეპუტატთან მის მიერ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის ჩაწერა პარლამენტში მდებარე მის კაბინეტში სურდათ, თუმცა თოფაძემ მათ უარი განუცხადა კომენტარზე და აღნიშნა, რომ ის კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს.
ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროცესში, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს “სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის” დამფუძნებელის, თეიმურაზ წივწივაძის დაკავების ფაქტს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება.
"რამდენადაც ვიცი, გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა განცხადების გაკეთებისას" - განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ყველა დეპუტატს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი სტილი აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მინისტრები 38 საკითხს განიხილავენ, მათ შორის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველის კანონში და "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს.
ბატონი თოფაძის ე.წ. განცხადებას ყველაზე ადეკვატურ და სწორ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია, ისევე როგორც სასამართლო სისტემის.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას "მართავს არაუფლებამოსილი პირი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს პირადი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია მისი პირადი თანამშრომლებით".
დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე, კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის მაღლა დადგეს.
„ბ-ნო პრეზიდენტო, შერჩევითი სამართალი გიგი უგულავასთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ არის, რომ მაგ ბრალით თქვენ დასაპატიმრებელი გყავთ ყველა რაიონის ყველა გამგებელი“ - ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანნაგიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტმა მეოთხე, დამამთავრებელი წელი ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგის დადგენით დაიწყო. ამის შესახებ ბერძენიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.