"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი, პაატა ჯიბლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სოფლად მცხოვრები კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯები სრულად დააფინანსოს.
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 8 თებერვალს ეწვევა. სამინისტროს ცნობით, მარგოტ ვალსტრომი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრას გამართავს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი კონგრესმენს ტედ პოს შეხვდნენ.
პრემიერ მინისტრს შევახსენებ - ის დღეს პრემიერ მინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო "მაესტრომ", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტნიორთა საბჭოს მიერ დირექტორის უფლებამოსილებაშეწყვეტილმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.
ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოს დაუმას შეხვედრის მთავარი თემები.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გიგა ნიკოლეიშვილმა დღეს საკრებულოსი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
თბილისის მერიის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს. გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ჩვენ ჩვენივე დეპუტატებით და უმრავლესობით უნდა შევქმნათ კვორუმი და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხდომის გახსნა უმცირესობის ხმებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.