პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
„აღმოჩნდა, რომ ყველა დაპირების შესრულება ჩვენ არ შეგვიძლია ან ზოგიერთს ვერ ვასრულებთ იმ ინტენსივობით, როგორც ვაპირებდით“.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ის სტრატეგია და საგარეო კურსი, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული, მისი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში შენარჩუნდება.
“გიორგი კვირიკაშვილი მრავალი ნიშნით გამორჩეული ადამიანია, ერთ-ერთი მისი გამორჩეულობა არის მისი გულწრფელობა“ - აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში, პლენარული სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გარდაბნის მინიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ვეტერანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გოჩა ჯამარაულია.
საპარლამენტო კომიტეტებმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გუშინ საპარლამენტო კომიტეტებში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი ნოდარ ჯავახიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით, უკრაინულ კომპანიასთან მისი წინამორბედის, დავით შავლიაშვილის მინისტრობისას გაფორმებული მსხვილი ხელშეკრულების დეტალებს ახმოვანებს და აცხადებს, რომ გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად საერთოდ არ იყო შესრულება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ტრიბუნასთან ნამდვილი პელეა“. ამის შესახებ ხიდაშელი Facebook–ის საკუთარ გვერდზე წერს
"ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრების, ეკა ხერხეულიძისა და სერგო რატიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, გიორგი კვირიკაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ, კობა სუბელიანს შორის შელაპარაკება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.