პარლამენტმა პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს და მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელშიც ახალი სახე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჯანელიძე იყო წარმოდგენილი, სულ ცოტა ხნის წინათ მხარი დაუჭირა.
„ირაკლი ღარიბაშვილი არ შეეფერებოდა პრემიერის პოსტს“ - აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან მიმართა და უთხრა, რომ ისინი ბევრ თემას ეხებიან, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებს და ავიწყდებათ თუ რა რა მდგომარეობაში ჩააგდეს წარმოება თავინთი მმართველობის პერიოდში და როგორ გაასხვისეს მიზერულ ფასად სტრატეგიული ობიექტები.
„რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ეს სჯერა ძალიან ცოტა ადამიანს" - გიორგი გაბაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და შეახსენა, რომ გუშინ მან კობა სუბელიანს შენიშვნა მისცა და მას რაფალიანცის საქმის გარშემო „სპეკულიანტობაში დასდო ბრალი“.
„გიორგი კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე ის ბიძინა ივანიშვლის დანიშნულია“ - აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წინა და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის სხვაობა თუ გინდ იმაში მდგომარეობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალურ ფაქტებს აქვს ადგილი, მთავარია, რომ სახელმწიფო არ ესვრის თავის მოქალაქეებს ტყვიას და არ ითხოვს გვამებს.
გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კომპანია "ატუსთან" დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველებმა შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან უნდა ისაუბრონ, ყურადსაღებია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განცხადების მიმართ, მომდინარე იმ ქვეყნის პრეზიდენტიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, შესაძლოა შინაგანი სკეპტიციზმი გაგვაჩნდეს.
"დანაშაულია ღია სივრცეში წამების კადრების გაშვება და ჩვენება" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე, წამების კადრების საჯაროდ ჩვენების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.