ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მან 22 საათი გაატარა პროკურატურაში დაკითხვაზე და ბოლომდე პატიოსნად ითანამშრომლა გამოძიებასთან და თუ გამოძიება კეთილსინდისიერად წარიმართებოდა, ელისაშვილის თქმით, ის მზად იყო დაესახელებინა წყარო, რომელმაც თანხის აღებასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია მიაწოდა.
"რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესის გამარტივება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია" - გია ხუხაშვილი.
ხვალიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსული მხარე უვიზო რეჟიმის დაწესებასაც არ გამორიცხავს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრi, დეპუტატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარდაჭერას "ქართული ოცნება" და პირადად პრემიერ მინისტრი უცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ „შეწყალების საქმის“ სკანდალთან დაკავშირებით „პრაიმ ტაიმთან" განაცხადა.
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველომ ირანის რესურსი უნდა გამოიყენოს და ამისათვის ხელისუფლება მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი სამხედრო–პოლიტიკური მოვლენების გამო, საერთაშორისო გეოპლიტიკური კონტექსტი დღითიდღე იძაბება და მოსალოდნელია, რომ ის ურთულესი პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც წლობით ელოდებოდნენ თავის გადაწყვეტას, სწორედ ასეთ ვითარებაში, როცა ყველა დაძაბულობას განმუხტვა მოჰყვება, შესაძლებელი გახდეს მათი მოგვარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ "შრომის პროცესი არ არის სენსაცია" და "ის ყოველთვის არ ხვდება ნიუსებში. ხშირად თვით შრომის შედეგებიც არ ხვდება მედიაში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.