თბილისში ასობით პრობლემაა, რომელთა მოგვარებასაც დედაქალაქის მთავრობა და ქვეყნის ხელისუფლება არ ცდილობს , - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პარტიის პროგრამა "მოქალაქის ხმა" შეაჯამა.
საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
მომავალ წელს მონტენეგროს (იგივე, ჩერნოგორია) გაწევრების შემდეგ, ბალკანეთის კიდევ 2 ქვეყანა მაკედონია და ბოსნია–ჰერცეგოვინა ნატო-ში გაწევრიანებასთან ახლოს არიან, თუმცა ორივეს სხვადასხვა სახის დაბრკოლება თუ გამოწვევა აქვთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაკვირვებულია კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი გაკეთებული მიმართვით.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკმაოდ მაღალი პოსტი შესთავაზა, თუმცა უარი იმის გამო თქვა, რომ თუ პოლიტიკაში წასვლას დააპირებს, "აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალ ძალას" შექმნის. ამის შესახებ მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამერიკელებს ოვალური ოფისიდან მიმართა, რაც იშვიათი შემთხვევაა. ობამას მიმართვა ერისადმი სან ბერნარდინოს ტრაგიკულ გასროლებს მოჰყვა, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტად ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.
კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. იგი პარტიას სახელწოდებით, “ბედნიერი საქართველოსთვის” ქმნის და ირწმუნება, რომ მისი პარტიის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიები 400-500 ლარამდე გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.