"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობას მიმართა, ხომ არ გაურკვევიათ, რა ნიშნით შეირჩა თავის დროზე პროკურატურის სისტემაში ირაკლი შოთაძე და ხომ არ აქვს მას რაიმე უკანონო დავალება მიღებული და შესრულებული წინა ხელისუფლების დროს.
გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება.
შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის არის ნათლად გამოსახული და ეს არის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა პირადად გადაუხადა იმისათვის, რომ იგი სიტუაციის დაწყნარებასა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას ცდილობს.
2016 წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს, დადებითი,იქნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული და ადამიანზე ორიენტირებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე, ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 600-700 ლარი იქნება. ამის შესახებ თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.