საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ერვე ლადსუს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა იმნაძეც ესწრებოდა.
"პატრიოტთა ალიანსმა" შიმშილობის აქცია შეწყვიტა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ირმა ინაშვილი მომავალი წლის გაზაფხუზე შიმშილობისა და საპროტესტო აქციების მორიგ ტალღას აანონსებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სირიაში მიმდინარე სამხედრო–პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომლის მიმართებითაც მოსკოვსა და ანკარას საპირისპირო ინტერესები და დამოკიდებულება აქვთ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად იძაბება.
ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი მარკ გალეოტი მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ვლადიმერ პუტინის მკაცრი საუბრებით, მეტისმეტად შეშფოთებული არ უნდა ვიყოთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვდრისას საუბრის მთავარი თემა საქართველო-შვეიცარიის მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება იყო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, სისერო მარტინს გარსიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა ძალიან ხანმოკლე იქნება.
აუცილებელია, კონტრტერორისტული ცენტრი სასწრაფოდ გარდაიქმნას იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ლატვიას ქართველი ხალხის სახელით, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო იღებს ლატვიისგან უმნიშვნელოვანეს პერიოდში - როცა ხდება საქართველოს ახალი ისტორიის ფორმირება ევროპასთან ერთად“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტთან, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.