საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
პარიზში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ნახევარი საათი გაგრძელდა. შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი.
"ეს ცვლილებები არის არა მხოლოდ მავნებლური, არამედ ხიფათის შემცველი გადაწყვეტილება", ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი ბობოხიძე საარჩევნო კოდექსში მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებასთან დაგეგმილ ცვლილებებს და ამბობს, რომ ამან შესაძლოა რაიონები ერთმანეთს დაუპირისპიროს.
პარლამენტში 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შევიდა, რომელსაც უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი აწერს ხელს, ხოლო ფრაქცია - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" ხელმომწერებს შორის არ არის დაფიქსირებული.
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ყოველწლიური დიალოგის "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრის სესიის გახსნისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე, მცირე ხნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ბარაქ ობამას შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1- 2 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით, ინდონეზიის რესპუბლიკის დედაქალაქს ეწვევა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო. პარტიის პოზიცია დღეს მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გაახმოვანა.
საფრანგეთის დედაქალაქში, რამდენიმე საათში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) გაიხსნება. კონფერენციასთან დაკავშირებით, პარიზი 150-მდე ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.