ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი ამერიკაში საიდუმლო ვიზიტად იმყოფებოდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს, კი-ტაკ ლიმს შეხვდა.
საქართველოს, ქართველ ერს საუკუნეების მანძილზე ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი მრავალგზის დაკარგული და დარღვეული ჰქონდა სხვადასხვა იმპერიების მიერ, მაგრამ საქართველო ყოველთვის იყო – "ქვეყანა".
"გზავნილი ქართველებს" ასეთი სახელწოდების ვიდეომიმართვა, თავდაპირველად ISIS-ის რუსულენოვანმა ვებგვერდმა ფურადმა, ოდნავ მოგვიანებით კი ქართულმა საიტმა ხალიფატ ვორლდპესმა გაავრცელა.
„ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე შოთა მალაშხია პრეზიდენტს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს. ამის შესახებ მალაშხიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანას ხვალ გეგმავს.
"როცა თქვენ ამბობთ - "რუსეთის პროვოცირება", ეს არის ის, რაც ქართველებს არასდროს უნდა უთხრათ! - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორს, რომელმაც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად მოსკოვის მიზანმიმართული პროვოცირება ივარაუდა.
"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი საზოგადოებრივი მოძრაობა რუსულ ფულზე არ დგას და ფონდში თანხა მისი და მისი მეგობრებისაგან შევიდა. ბურჭულაძე ოკუპაციის თემასაც ეხება და ამბობს, რომ ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია, ეს მხოლოდ რუსეთის ბრალი არ არის. ამის შესახებ კომენტარი მან "რუსთავი 2" -ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გააკეთა.
კოალიცია "ქართული ოცნება" მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურას ეხებოდა.
ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე, ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა შემდეგი შეკითხვის - მოვიდა თუ არა დრო, ევროპამ და აშშ-მ ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ერთიანი პოლიტიკა შეიმუშავოს? - საპასუხოდ განაცხადა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.