"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია ამჯერად იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
თბილისის მერი დავით ნარმანია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას "მორიგ დეზინფორმაციას" უწოდებს. ამის შესახებ კომენტარი ნარმანიამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დანამატი არავისთვის დაუნიშნავს და მისთვის გაუგებარია აუდიტის მიერ დასახელებული ციფრები. ამის შესახენ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ კულტურის სამინისტროში გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მავნებლობაა იმის მოთხოვნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარი უთხრან. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე პოლიტიკურმა შეხედულებებმა არ შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს.
"ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი იმას არ ნიშნავს, რომ მას პროცესზე გავლენა აქვს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.
"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპალატის პრეზიდენტს, რიჩარდ ვებერს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა რიჩარდ ვებერს მიულოცა ევროპალატის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა და უსურვა საქმიანობაში წარმატებები.
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. სხდომა 4 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.