“მოვუწოდებ სააკაშვილს, თავი დაანებოს საქართველოს” - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გუშინ, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სრულად არის დარწმუნებული, რომ გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტაკასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა.
სააკაშვილ-ბოკერიას და სააკაშვილ-გვარამიას სკანდალური აუდიო ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე. Facebook -ზე გაკეთებულ განცხადებაში კობახიძე ამბობს, რომ ის რაც ამ საუბრებშია მოცემული "დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით - ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 11:00 საათზე შედგება
აბა, "რუსთავი 2" – ის თანამშრომლებო, ჟურნალისტებო და სხვებო, აგრეთვე, სააკაშვილის და "ნაცხროვის" ფანებო, რას იტყვით ამ აუდიო ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობა უკვე დაადასტურეს ბოკერიამ და გვარამიამ?! როგორ მოგწონთ სააკაშვილის და ამ ორი ვაჟბატონის სასაუბრო ენა, ლექსიკა, რომლითაც თქვენ მოგიხსენიებენ?
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინათ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის განცხადება საზოგადოებას "კურიერის" წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა გააცნო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, უკრანულ გამოცემაში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს Facebook-ით ეხმაურება და წერს, რომ თავისუფალი სიტყვის ბოლო ციხესიმაგრის დაცვა საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის ბრძოლის ტოლფასია.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua –ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას საუბარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.