“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დავით ბაქრაძე „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა.
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების სრული უფლებაა, თავად განსაზღვროს, თუ როგორ დაიცავს თავის შენობას და ტერიტორიას. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უფლება, ვალდებულებაა და არა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის.
პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერის საგანგებო განცხადებას ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყველას მოუწოდა, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, რომ თავი შეიკავონ "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის პოლიტიზებისა და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
სააკაშვილსა და ბოკერიას, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბრების გავრცელებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გააცნობიერეს რომ საქართველოში დემოკრატიაა დამკვიდრებული და მათი მეთოდები - დარბევები, ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვა და ა.შ. აღარ არსებობს.
ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მინისტრის ბრიფინგი 13:00 საათზე გაიმართება. არსებული ინფორმაციით, წულუკიანი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.