კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიცია ემიჯნება დეპუტატ გოგი თოფაძის მოსაზრებებს "რუსთავი 2"-თან და სტალინთან დაკავშირებით.
სამი წლის განმავლობაში ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვირას ჩატარებული მერის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.
"ქიბარ ხალვაში სასამართლოში სარჩელით შედის და ნახეთ რა ამბავი დატრიალდა, როგორ გაბედა და შეიტანა სარჩელი, როგორ გაბედა მოსამართლემ და ამას სასამართლო იხილავს. ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება და ატეხეს აჟიოტაჟი." - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი მისალოც წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ხალხის საერთო სახლია, თითოეული ეთნოსის კულტურა და თვითმყოფადობა კი ჩვენი საგანძურის ნაწილია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს აფხაზური ენის დღეს ქართულ და აფხაზურ ენებზე ულოცავს და აღნიშნავს, რომ აფხაზი ხალხი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აფხაზებს და ქართველებს ერთიანი ისტორია და კულტურა გვაკავშირებს.
"თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები... უხერხულია, - ასე გამოეხმაურა Facebook-ზე ინგა გრიგოლია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინგა გრიგოლიას და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” კრიტიკას აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, “ინგა გრიგოლია, როგორც ჟურნალისტი, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც სატელევიზიო ეთერიდან დევნილი ჟურნალისტია”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.