ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუვალ ფუქსის შეხვედრაზე.
ნატო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal - ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებთ, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. კვირიკაშვილის განცხადებით, "გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს"
„ნუ შფოთავს "რუსთავი 2", ნურც "ნაციონალური მოძრაობა", ნურც ნურავინ ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს“, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, "რუსთავი 2" იყო და იქნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
სტალინი მართლა რომ მოვიდეს, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს და კაპიტალიზმის გადმონაშთს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
გავლენიანი გამოცემის The Washington Post-ის სარედაქციო ჯგუფი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ ამბებს ხელისუფლების წინასაარჩევნო რეიტინგის დაცემას უკავშირებს.
საქართველოში ორ თვეში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი, სერ გარი ჯონსონი.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის აზრით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას. შესაბამისი განცხადება აბაშიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.