იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება.
ნავთობის ფასის შემცირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა აზერბაიჯანის ეკონომიკას. ამ და სხვა ფაქტორების გამო ხდება კაპიტალის გადინება ქვეყნიდან და საკმაოდ სწრაფი ტემპით მცირდება ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის სახელით, 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლება მომავალი წლის ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციულ ხარჯებს 57 მილიონით ზრდის, მაშინ როცა არ იგეგემება პენსიების მომატება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მერის გადადგომას ითხოვენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ნარმანია ვერ ახერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების უტყვი შემსრულებელი იყოს.
ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.
თბილისის მერი დავით ნარმანია მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და შექმნილ აჟიოტაჟს "სრულიად უსაფუძვლოდ" მიიჩნევს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში 8 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნატოს შტაბ-ბინაში საფრანგეთის, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს.
ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენნაირი საგარეო გამოწვევების მქონე არც ერთ ქვეყანას, საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის ასეთი მწირი ბიუჯეტი არ გააჩნია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
ერთი კვირის წინათ, რუსეთის ჩაბმამ საომარ მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.
ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი იგორ მურადიანი თავის ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ თურქეთმა ეკონომიკისა და ძლიერი სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით დიდ წარმატებებს მიაღწია და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულების უფლება აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.