თბილისის განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე, რომელიც დღეს დილით, მერიაში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე შვებულებაში გავიდა, შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურში აღარ დაბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გამორიცხავს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება აწყობდეს. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ "ნაციონალებს" სუტუაციის არევა აწყობთ, რადგან იციან, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუყფლებაში ვერ დაბრუნდებიან
გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
აშშ-ს სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
სამი ყველაზე მსხვილი აქტორი, ვინც აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული უშიშროების საბჭო და ბიძინა ივანიშვილი არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია, რადგან მიაჩნია, რომ "ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ [აფხაზეთში] და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ".
აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუარესებამ აიძულა ევროპის საბჭო, უკან გაეწვია თავისი წარმომადგენელი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხების საერთო სამუშაო ჯგუფიდან. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახური იუწყება.
ამ წუთებში ნატოს შტაბ-ბინაში, ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს.
"გადადგომას არ ვაპირებ,"- ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცოტა ხნის წინათ გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ახლანდელ ხელისუფლებაში თავი იჩინა იგივე ნეგატიურმა ტენდენციებმა, რამაც სააკაშვილის ადრეული პერიოდის მიღწევების ნიველირება მოახდინა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია უცხოურ გამოცემა politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.