„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. თავისუფლების მოედანზე თითქმის დამონტაჟებულია სცენა, ასევე მონტაჟდება მონიტორები, 3 საათისთვის უკვე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოსვლას ელოდებიან.
2012 წლის შემდეგ, რაც "ნაციონალებმა" ხელისუფლება დაკარგეს და ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, მათ თბილისში ჩაატარეს 2 "დიდი" თავყრილობა, პირველად, 2013 წლის 19 აპრილს, სადაც რუსთაველზე გამართული აქციის მთავარი დევიზი იყო, – "ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება", რითი დასრულდა ეს მოგეხსენებათ, – არავითარი "ახალი ეროვნული მოძრაობა" არ დაწყებულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ივანიშვილმა თქვა, რომ მას არ სურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ნინო გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი არცერთი დეპუტატი არ წასულა.
საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარ დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიასა და სერბეთს დაახლოებით 28 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქამერონმა გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვება მიულოცა და ისრაელის სახელმწიფოს წინსვლა უსურვა.
„თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პატიოსნების და განათლების დეფიციტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.