"დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი უსამართლობა დავამარცხეთ ახალციხეში. ხვალ დიდ უსამართლობას დავამარცხებთ მთელ საქართველოში", განაცხადა ირაკლი ალასანიამ სასამრთლოს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც შალვა გოგოლაძე ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენილად გამოცხადდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე "თავისუფალ დემოკრატებს პასუხობს და ურჩევს, რომ "სამოქალაქო კონტროლი" თავიანთ არაკომპეტენტურობას დაუწესონ.
მმართველ ბლოკ „ქართულ ოცნებას“, რომელიც „მოსკოვის კაცმა“, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანა თანდათანობით „ქართული კოშმარისკენ“ მიჰყავს.
დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტსა და დეპუტატის მანდატს ვადაზე ადრე დატოვებს და საქართველოს განვითარების ბანკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.
მოსკოვში, რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსვლელობაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სამოქალაქო საზოგადოების გარდა მარშს პოლიტიკოსებიც დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციის ჩატარებას სახიფათოდ მიიჩნევს.
კოალიცია “ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე – მათ შორის, სავალაუტო კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.
ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანის გამოსვლას ელოდებიან.
21 მარტს "ნაციონალები" მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქციის გამართვას აპირებენ. ეს ინფორმაცია ქუთაისიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმოვანა.
კრემლის პრესსამსახური ვლადიმერ პუტინის ნემცოვის დედისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთდება ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების სათანადოდ დასასჯელად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.