ნატოს გაფართოების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ალიანსის გენერალურ მდივანთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგას, რესენ პლევნელიევს ბულგარეთის რესპუბლიკის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღე მიულოცა.
საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე, ნინო გვენეტაძის კანდიდატურის კენჭისყრა მიმდინარე კვირაში არ გაიმართება. აღნიშნულის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხზე შეუჯერებლობაა.
2014 წელს საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 493 724 ლარის შემოწირულება მიიღეს. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნება" სასარგებლოდ განხორციელდა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ მდგომარეობას მოსკოვის ე.წ. რესპუბლიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება კიდევ უფრო დაამძიმებს.
"მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე იმისთვის, რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა," ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ თამაზ მეჭიაურის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი საავტომობილო გზების ტენდერებთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას ჯავახიშვილი ამბობს, რომ გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა „ტყდება".
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისთვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს," განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.