„ჩვენ კარგა ხანია ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
„ჩემი აზრით დადგება ის მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მეზობელ ქვეყნებად“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელება, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
თინა ხიდაშელის განცხადებით, შაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის ჩატარების დრო კი პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაზუსტდება.
პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.
ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დანიელ მიტოვს შეხვდა.
ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს და მზად ვართ, ვაჩვენოთ არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის პრიორიტეტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და რეგიონულიუსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
„საზოგადოება 20/30" ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი სიტუაციის სწორად მართვას ეროვნული ბანკის კომპეტენციადა და პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს
ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად ისმის ხმები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რადგან მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვის უნარს კარგავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.