საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნემცოვის მკვლელობის გამო თანაგრძნობას უცხადებს მთელ რუს ხალხს და იმედოვნებს, რომ ეს სასტიკი დანაშაული გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტმა ბორის ნემცოვის მკვლელობა შეაფასა, როგორც "დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის" და აღნიშნა, რომ "იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული".
ქვორუმის არარსებობის გამო დღეისათვის დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. დარბაზში რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 42-მა წევრმა გაიარა, მაშინ როცა სხდომის ჩასატარებლად სიითი უმრავლესობის სულ მცირე 76 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოხატა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების გამო.
საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის განცხადებით, ბორის ნემცოვის მკვლელობამ რუსეთში შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გორბაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ " ამგვარი დანაშაულების შემსრულებლების მიგნება ძნელია".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კი იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
აშშ-ს სენატი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, მისი საზღვრების დასაცავად. სენატორმა - დემოკრატიული პარტიიდან - ბენჯამინ კარდინმა განაცხადა, რომ ამერიკის სენატმა გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, უკრაინის თავდაცვის სფეროში დახმარების თაობაზე.
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ვიცე პრემერ-მინისტრი, ბორის ნემცოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოსკოვში მოკლეს. მას უცნობმა პირმა 4 ტყვია ესროლა.
სამწუხაროდ, ჯერ ნდობის იმ დონეს ვერ მივაღწიე, ვინმემ კონკრეტულად მითხრას, რა დარღვევები იყო ტენდერებში. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.