"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გაწვეულია. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია და 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ.
ზურაბ აბაშიძის გაკეთებული განცხადება არის რუსეთის მიმართ გზავნილი, რომ საქართველო არ გადადგამს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯს,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა სერგო რატიანმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას.
საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საპასუხოდ.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია. დავით შავლიაშვილის ნაცვლად სხდომაზე მისი ერთ-ერთი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი იმყოფებოდა.
მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.