"ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემს პირად ცხოვრებაზე. იმის მერე, სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი". - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. ალასანია აცხადებს, რომ ივანიშვილი საქართველოს წარსულში "ქაჩავს".
შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოებისა და საპოლიციო სტრუქტურების გამიჯვნასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათშორისი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა სწორედ ამ საკითხებს მიეღძვნა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უმრავლესობისთვის შეთავაზებული 36-პუნქტიანი გეგმა და დებატები პარლამენტში, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს და ეს მხოლოდ დროის დაკარგვა შეიძლება იყოს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ეწვევა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მთავრობის ეკონომიკური გუნდის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ „რესპუბლიკელები“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცალკეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა საკადრო ცვლილებებზე საუბრი არასწორია, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში შესაძლოა, 26 თებერვალს გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.
გუბაზ სანიკიძე უმრავლესობის წარდგინებითა და კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. სანიკიძეს ახალ თანამდებობაზე 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო ვიცე-სპიკერობიდან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის გაწვევის საკითხი.
"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.