ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სააკაშვილი არის კერძო პირი და მისი გადასწყვეტია სად იმუშავებს. ნულანდს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველო-უკრაინის ორმხრივ საკითხად მაიჩნია და ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
ზურაბ აბაშიძემ დღეს დაადასტურა, რომ მასსა და გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება. როგორც ცნობილია, აღნიშნული მოლაპარაკებების ფორმატი მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასთან მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით გამოხატულ პრეტენზიას არ იზიარებს და აცხადებს, რომ პროცესი ძალზე დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები 100%-ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას
"ჩემთვის მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად მე მას პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით", - ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში მაღალ პოსტებზე "ნაცმოძრაობის" ლიდერების დანიშვნებთან დაკავშირებით გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა კანდიდატურა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ დაასახელა და ამდენად, მას გაუჭირდება იმის თქმა ექნება თუ არა ნინო გვენეტაძეს უმრავლესობის მხარდაჭერა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მთავრობის გადაყენების გზებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ეძებს ფიქრობს თუ "რა ფორმებით შეიძლება ეს პრაქტიკულად უუნარო და ნდობადაკარგული მთავრობა შეიცვალოს", - ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა "თეორემაში" ისაუბრა.
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
"ნაციონალური მოძრაობა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.
პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნებიდან", გიორგი კახიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კადიდატურის დასახელებას, პრეზიდენტის საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.