პოლიტიკა

პრემიერ მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით გიორგი მარგველაშვილი დღეს „ღირსების მარშში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

სრულად...

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ „სერიოზული სანქციების“ დაწესებაზე ფიქრობს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის შედგენისას "ბევრი ხარვეზი" იქნა დაშვებული და "ის ადამიანები, ვინც "ოცნების" პრინციპით შევიდნენ პარლამენტში დღეს "ოცნების" პირველი მოწინააღმდეგეები არიან".

სრულად...

"მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს პარტიების ხაზით. უნდა ვნახოთ ჩვენი პარტიების წარმომადგენლები როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას", - განაცახადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, აჭარაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. 

სრულად...

რუსული ექსპანსიონიზმის ამბიციები შესაძლოა სწრაფად გახდეს „ნათელი ეგზისტენციალური საფრთხე მთელი ჩვენი არსებობისთვის“, განაცახადა ნატოს მაღალჩინოსანმა ბრიტანელმა გენერალმა, ადრიან ბრედშოუმ. ამ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს.

სრულად...

კოალიცია "ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ წუთებში სხვა საკითხებთან ერთად აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

სრულად...

"იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა! 

სრულად...

"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა", - ამის შეხახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბიაშვილმა აჭარაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

"უფროს ზურაბ აბაშიძეს მივმართავ - გაითვალისწინოს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და ასე შემდეგ და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად იმ დოგმატურ პოზიციებს მიუახლოვოს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ", - ეს მიმართვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი