პარტია ,,თეთრების"" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და ამბობს, რომ სატელეფონო საუბრებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან ერთად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც კი უცხადებენ თანადგომას.
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, გუშინ რეგიონებში მომხდარი ინციდენტები შსს-ს მიერ იყო მართული. ამის შესახებ უგულავამ გუშინ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის შემოჭრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ლევან ბეჟაშვილსა და გიორგი ღვინიაშვილს დღეს ქართული ოცნების" მომხრეებმა თელავში ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
რუსი დეპუტატები პროკურორისგან იმ მოვლენების გადამოწმებას ითხოვენ, რომელსაც ადგილი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჰქონდა. ისინი იმედოვნებენ, რომ გადამოწმების შემდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, მათ შორის გორბაჩოვის მიმართაც.
ირაკლი ალასანიას პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" სენაკის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის ათმა წევრმა პარტია და კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ხურჩაში, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. სოფელში დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მცირე ზომის რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა.
"ჩვენ არ გვსურს, რომ თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ხერხემალს წარმოადგენს, იყოს გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი საკითხებით მოცული", ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.