ვიქტორ იანუკოვიჩი არ ცნობს უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას მისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე და მას არაკანონიერად მიიჩნევს. იგი თვლის, რომ მხოლოდ ნახევარი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტად ხარკოვში, რაც აღქმული იყო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმად!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშჩენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედიის საშუალებები ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტელეარხ "112"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და გადადგომას არ აპირებს.
თუ უკრაინა გაიყოფა, ეს ომამდე მიგვიყვანს. პირველ რიგში, უკრაინა დაკარგავს ყირიმს, რადგან ჩვენ შევალთ იქ და დავიცავთ მას, როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ. ამის შესახებ ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა გამოცემა The Financial Times-ს განუცხადა.
"რით არიან აღფრთოვანებულნი უმრავლესობის ლიდერები (გუშინდელი გამომსვლელები პარლამენტში?!) - რა ერთმანეთზე უფრო არასერიოზულ და უაზრო პროპაგანდისტული გამოსვლა მოგვასმენინეს?!"
თქვენი ბელადი, "სარდალი" მიშა ამერიკაში განაგრძობს "ბობოქრობას" (უსაფრთხოდაა!), იქიდან გვმოძღვრავს რუსეთის სამხილებლად და "გასანადგურებლად", ხოლო თქვენ, აქ ობლად დარჩენილები კი, გვამუნათებთ და გამბედაობას გვიწუნებთ, აქაოდა უკრაინის მოვლენებს "საკუთარ სახელს არ არქმევთ", რუსეთის როლზე ხმამაღლა არას ამბობთ და მას ოკუპანტსაც არ უწოდებთო!
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს ისეთი პრეზიდენტი, რომლისაც საზოგადოებას არ ეშინია და რომლის იმედიც ხალხს აქვს.
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და კონსტიტუციის გადახედვის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.