რუსი სტუმარი ვის არ ჰყოლია?! ალბათ ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მაინც. მეც აღმოვჩენილვარ რესტორანში სუფრებზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები მსხდარან. არც იმით დავინტერესებულვარ, რატომ ჩამოვიდნენ, რას და რატომ საქმიანობენ. რუსებსა და ქართველებს გაუმარჯოსო, ეგეც უთქვამთ და კიდევ მილიონი რამ.
რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, უკვე აფრინდა.
აქცია სასტუმრო ვინოტელთან, სადაც პოზნერი და მისი 50-კაციანი დელეგაცია მივიდა. აქტივისტები ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. მათი თქმით, საქართველოში არ უნდა შემოუშვან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის. ვიდეომასალას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ იგი შეეცდებოდა დახმარებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ გამოსავალი ეპოვათ ჩიხური სიტუაციიდან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.