პოლიტიკა

შეთანხმება ვერ შედგება ვადამდელი არჩევნების გარეშე, ამიტომ ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის შიგნით პროტესტსა და დაველოდებით წნეხს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

სრულად...

„ქართული ოცნება“ არის შეშინებული ადამიანების ჯგუფი იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ კომპრომისისთვის მცირე ნაბიჯის გადადგმაც, შეეშინდათ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით, რომ ნებისმიერი კომპრომისი, მათი აზრით, შეიძლება ნიშნავდეს მათ ჩამოშლას. ეს დოკუმენტი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საგზაო რუკა უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

სრულად...

მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც ქართული ოცნება თანახმა იქნებოდა. მთლიანი პასუხისმგებლობა მოლაპარაკების ჩაშლაზე ხელისუფლებაზეა. სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს  დამფუძნებელმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

სრულად...

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება. მედიაციის მანდატის რეალიზება ამ ეტაპზე ევროკავშირის მხარემ ვერ შეძლო რომ მოეხდინა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სრულიად დესტრუქციული პოზიცია, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“  თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

სრულად...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციასთან.

სრულად...

ახლა ყოველგვარი გირაოს შეტანა და გამოშვება არის სრულიად ზედმეტი, უცოდინარების არგუმეტაციაა. ახლა ისევ ახლიდან უნდა შევიდეს პროკურატურა სასამართლოში, თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობას ვუცვლით ისევ გირაოთი და მერე თავიდან უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ.

სრულად...

ახლა ყოველგვარი გირაოს შეტანა და გამოშვება არის სრულიად ზედმეტი, უცოდინარების არგუმეტაციაა. ახლა ისევ ახლიდან უნდა შევიდეს პროკურატურა სასამართლოში, თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობას ვუცვლით ისევ გირაოთი და მერე თავიდან უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა. 

სრულად...

ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში და სურვილში, კომპრომისი იყოს მიღწეული და ეს კომპრომისი მართლა ქართველი ხალხის გამარჯვება იყოს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ეს გამარჯვება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების თემები, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

სრულად...

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს წერილით მიმართავს და მიიჩნევს, რომ ამერიკელი დიპლომატისაგნა ქართველი ხალხის გვერდით დგომა იქნებოდა დაუყოვნებლივ და გადაუდებლად უმკაცრესი ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, რასაც მოჰყვება ახალი დემოკრატიული არჩევნები.

სრულად...

მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს. თუ შეთანხმება შედგება, გამარჯვებული და წაგებული არ იქნება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი, - განაცხადა ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრების გამართვის შემდეგ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი