„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როგორიც არ უნდა იყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგი, საზოგადოება საკითხების შესახებ დეტალებს შეიტყობს.
2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა და მწვავე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. გვაქვს საეჭვო ლეგიტიმურობის ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკური პოლარიზაციის ისედაც მაღალ დონეს კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკური პატიმრების არსებობა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების განცხადებაშია ნათქვამი.
„მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა, „განფენილია“ და მართავს, როგორც მოქმედ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ისე ყოფილს, გიორგი გახარიას.
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ.
ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი - ნიღბის ტარება - უნდა დავიცვათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, მე ასე ვიტყოდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს ერთი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას შეეხებოდა.
რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - „რა შეთანხმებისთვის არის მზად ხელისუფლება, იქნება თუ არა ეს ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარის პოლიტიკაში დაბრუნების და მისი სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ არ იცის, რას აპირებს გიორგი გახარია და აქედან გამომდინარე ვერ შეაფსებს მის სამომავლო გეგმებს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.