საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. რეიტინგების უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ და დაამატა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას მომავალი რეიტინგი მის ხედვებზე იქნება დამოკიდებული.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლიდერობს. პატრიარქს მოყვებიან ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი, „ევროპული საქართველოს“ კი სამი პროცენტი.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კიშან დან დევალს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს მიმართავენ და მოითხოვენ მოახდინოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დევნილთა საკუთრების რეგისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიზნით არჩევნები დანიშნოს.
ეს აღარ არის ის „ოცნება“, რომელიც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იწყება პარალელური „ოცნება“ და როდესაც ეუბნებიან ოპოზიციას იმ პარლამენტში შესვლას, სადაც გახარიას შეუძლია მინიმუმ 20-25 კაციანი ფრაქცია გააკეთოს, ხიფათი არსებობს, რომ კრიზისი გამოიწვიოს გახარიამ და რეალურად გამოვა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ დარჩება გამოყრილი გარეთ, გახარიას მიერ, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ.
ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა - საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი - ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მოკლედ... არის ასეთი პატარა, მაგრამ სუვერენული, ძლიერი სახელმწიფო - "ისრაელი", - რომელიც ებრაელმა ხალხმა ბრძოლით, ლოცვით, შრომით და სწავლით ააშენა! თუ გვინდა, რომ ქართველებმა ავაშენოთ მსგავსი სახელმწიფო, მაშინ უნდა მივბაძოთ ებრაელებს, თანაც ებრაელებივით ქართველებსაც ჩვენს ირგვლივ - "არამეგობრული გარემო გვაქვს"!
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“ ირაკლი კობახიძეზე უარესია, მასზე უფრო მეტად ახმოვანებენ ხელისუფლებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.