შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ.
მორეკავენ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს, დედა ჰყავთ პრინციპში, ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს ცალ-ცალკე უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული ოქმების განხილვა გრძელდება. დღეს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 16 საჩივარს განიხილავს. ანა დოლიძის თქმით, ფილიშვილისგან მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან“, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას“.
ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ წაგვართვან, რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით არას. ვერ წაგვართმევთ. საქართველოს მართავს მოქალაქე, მოქალაქეების ნება და არავინ სხვა, – განაცხადა ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
„არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“, მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელ „თვითერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.