თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ“, აცხადებს „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი.
აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც "ნიუპოსტი" ავრცელებს.
24 საათის განმავლობაში რეგიონში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა: მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა შუშა აიღო, სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ომში დაკავებული ტერიტორიები რჩება აზერბიაჯანს; 11 დეკემბრამდე თავისუფლდება ყველა ის ტერიტორია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ეკავა სომხურ მხარეს. სტეფანაკერტი და მის ირგვლივ დარჩენილი მცრე ტერიტორია გადადის სომხეთის დე ფაქტო და სამომავლოდ, სავარაუდოა, რომ დე იურე კონტროლის ქვეშაც კი, რომელსაც რუსული სამშვიდობო ძალები დაიცავენ, ხოლო აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე თურქული ძალები შევლენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით არასოდეს არ გაუმარჯვია, – განუცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
2012 წელს ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი მიწოდა, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ „მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია“.
„პროტესტი უნდა გამოვხატოთ არა რევოლუციური გზით, არა შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი ფორმით“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე ბარიერგადალახულ ახალ პარტიებს ახალი გაერთიანების ორგანიზებისკენ და მშვიდობიანი საპროტესტო მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ბაიდენი არის ძალიან ცუდი ნიუსი პუტინისთვის და მისი აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლით ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას, დასმული კითხვის - რა შეიცვლება ბაიდენის მოსვლით? - საპასუხოდ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს საქართველოში ფრონტის ხაზის მაქსიმალური გაფართოებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მას უკან დასახევი არ აქვს და „ყველაფერზე წამსვლელია“.
იმაზე დიდი პოლიტიკური ნაძირლობა რა უნდა იყოს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ღირსეულ პოლიციელებს დოქსოპულოებს უწოდებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, სახლში მიუვარდნენ და იძალადონ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.