ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო აგონიაშია, რაც დადასტურდა სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელებული მასშტაბური სადამსჯელო ქმედებით, კერძოდ, ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა და საჩვენებელი დასჯის გეგმა აამუშავა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჰიპოთეტურად წარმოიდგინეთ, რომ გერმანელებმა და ქართველებმა „გავცვალეთ“ ჩვენი ტერიტორიები, ანუ 4 მილიონი გერმანელი დასახლდა საქართველოში და 4 მილიონი ქართველი კი, გერმანიაში გადასახლდა, როგორ გგონიათ, 15 წლის შემდეგ რა სურათს მივიღებთ?!
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში განუკითხაობასა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და ამბობს, რომ 2019 წელს აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ერთ ხელშეკრულებაში 2 მილიონი ლარი მოიპარეს, თუმცა გენერალურ პროკურატურას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო გახდა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყანა.
2020 წლის 14 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იანს შორის.2020 წლის 14 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იანს შორის
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევები უკვე სრულდება და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში, ზუგდიდში, მალე დაასახელებენ კანდიდატს, რომელიც „ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება“.
პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, მათი მხრიდან ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე გაკეთდება.
თუ ოპოზიციის მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საუბრისას
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკური მაჩვენებლების და პარამეტრების როგორც 6 თვის, ასევე 8 თვის მონაცემები გააცნო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.