პარლამენტში დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.
ზუსტად 9 წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში, მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი უკრაინულ „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუს შესახებ განმარტებას ავრცელებს. ვოლკერი განმარტებას კონკრეტულად ინტერვიუს იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და აგვისტოს ომს ეხებოდა.
„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,"- განაცხადა პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ „შეცვლილ მსოფლიოში“ თავისი კაბინეტის ყველაზე გავლენიან მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ურჩევს ჯერ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრებით და მსოფლიოში მოგზაურობით დატკბეს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დაუბრუნდეს თუ არა პოლიტიკას, რადგან „იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა, ალბათ არ იქნებოდა სწორი“ პროცესებში „პირდაპირ გადაშვება“.
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 17-18 თებერვალს შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრების ცალ-ცალკე გამართვის საკითხს. მისი თქმით, ეს მოლაპარაკების ჩაშლის მორიგი მცდელობაა.
საქართველოს მთავრობა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან ვიზიტებისას გამოსვლების - „თემატურად მორგებულ „სასაუბროების“ - მოსამზადებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious“-ს წელიწადში 120,000 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარის ღირებულება 2020 წლის 19 თებერვალს 2.8631ლარს შეადგენს, ამ კურსით 120,000 აშშ დოლარი = 343,572 ლარს) გადაუხდის.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცენ პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – „თავისუფლების ქარტიას“ , - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას ეხმიანება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.