პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის მოსაზრებით, გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა. აღნიშნული განცხადებით ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შეითავსებს.
უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ცნობილი იაპონელი რედაქტორისა და საქართველოს დიდი მეგობრის - რიოჰეი კომიამას შვილებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.