ხვალ, 3 სექტემბერს, 09:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძე განცხადებით, უმრავლესობიდან გარიცხვასთან დაკავშირებით, დეპუტატი ბიძინა გეგიძე ინფორმირებული იყო.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ მან ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ხატია ქვათაძის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ ჩვენ და მე მხოლოდ მივესალმებოდი მის შინაგან საქმეთა მინისტრობას“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს, იგი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგია.
3 სექტემბერს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სანდრა ხოველ პოლანკო.
ეს არის პრემიერ მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არც ისე და არც ასე არ დარჩება, არანაირად, მან არაფერი არ გააკეთა, ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა თავი და ეს მოსალოდნელიცა იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა სერგი კაპანაძემ მამუკა ბახტაძის თნამდებობიდან გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება და ხვალ პარტიის ოფისში გაჟღერდება ახალი პრემიერის ვინაობა.
ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სახელმწიფოს განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობაში სტრატეგიული აქცენტები გვაკლდა, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას.
მამუკა ბახტაძე პრემიერ მინისტრი არ ყოფილა, ის უბრალოდ იკავებდა პრემიერ მინისტრის ოთახს და ვფიქრობ, გაწირეს ამ ბუტაფორიული პოსტისთვის, – განცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავამ მამუკა ბახტაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.