თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 24 ივლისს სამუშაო ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.
მე განვიხილავ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს. დეპუტატი ჩივილს იმ მიზეზით აპირებს, რომ ზარდიაშვილმა ის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში "ვირთხას" შეადარა.
საქართველოს საელჩო 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს ოფიციალური წერილი გაეგზავნა.
რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას - მიაჩნია თუ არა, რომ მისი გაკეთებული კომენტარი ეკა ბესელიაზე არაეთიკურია, უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს და რომ მან ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ბევრი კომენტარი გააკეთა.
დეპუტატი ეკა ბესელია რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი აცხადებს, რომ ბესელიას მხრიდან თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია და ეს მორიგი მცდელობაა იმის, რომ ის ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 2005-2008 წლებში, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ალექსანდერ ვერშბოუ მისი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასზე, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეზე, შეტევა ხორციელდებოდა. როგორც მან განმარტა, შეტევა იმ მოტივით ხორციელდებოდა, რომ იურიდიულ კომიტეტს მოსამართლეთა სიისთვის მხარი დაეჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.