სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ ის ირაკლი ოქრუაშვილის შვილის ნათლიაა და მასზე საუბარი არ უნდა.
„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკლაიანმა შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან ზოჰრაბ მნაცაკიანთან, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი.
„ცნობილი ხდება ახალი ანტი-ქართული გეოპოლიტიკური შეთქმულების შესახებ. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც, იქმნება ერთიანი ელექტრო-ენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას“, განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნული „შეთქმულების“ უკან ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე დგანან.
თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ აჩუქა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საუბრიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - მიზეზი იმის, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის სისტემა "ქურდულ სამყაროს" ებრძვის, არის ის, რომ მათ თავად სურთ ქურდული წესებითა და კანონებით ყველაფრის გარჩევა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მეექვსე დღეს ერთმანეთს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გასაუბრებისთვის დადგენილი დროა.
ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შიდა ქართლის გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, აცხადებს, რომ ის პირადად შეესწრო ფაქტს, როგორ ცდილობდა ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.