როცა ამბობს სამშობლოს ღალატიაო, ალბათ მართალია, თუკი თავის სამშობლოდ მიიჩნევს რუსეთს - ასე აფასებს აქციის „სირცხვილია“ ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
“დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის ცდილობს, თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში”, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს შეიტყო. გიორგი გახარიამ ეს კომენტარი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტთან, მეგან სუსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ჯონათან პერიშთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებთან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს - ჯონათან პერიშს შეხვდა.
კერძო არხის ჟურნალისტის მდაბიო გამოხტომები არ უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დალაგების ან არევის კრიტერიუმი, - ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ქვეყნის ეკონომიკასა და რუსულ ბაზარზე ისაუბრა. მან ქვეყნის მტრად მოიხსენია ის ადამიანები, რომლებსაც სურთ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.